|
2023-01-13 22:10:49, 1177 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - აუცილებელია არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა
„აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა დაწყებულია. „დაახლოებით, 2 თვის წინ, როცა „იაშვილის კლინიკაში“, სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა პრობლემები დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელი სხვა დაწესებულება და რატომ არ შეიძლება იყოს ეს სახელმწიფო?! პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული მშობლების მხრიდან, მკურნალობისა და ექიმებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრმა „იხილოვის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ეცნობოდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკა ისრაელს აქვს. გასული 2 დღის განმავლობაში, სამინისტროს მოწვევით შეხვედრები გაიმართა ისრაელის დელეგაციასთან, ადგილზე მოხდა იმ შესაძლებლობების შეფასება, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - აღჭურვილობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, განათლებისა და მედ პერსონალის საკითხი, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს რეზიდენტურის გაგრძელებას, რეზიდენტული პროგრამები უნდა შეიქმნას ნულიდან. მანამდე კი, წარმატებული სტუდენტების გაგზავნა უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება. სწავლის დასრულების შემდგომ კი ისინი მუშაობას სახელმწიფო კლინიკაში განაგრძობენ“, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. “, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. უწყების ხელმძღვანელმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა დაწყებულია. „დაახლოებით, 2 თვის წინ, როცა „იაშვილის კლინიკაში“, სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა პრობლემები დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელი სხვა დაწესებულება და რატომ არ შეიძლება იყოს ეს სახელმწიფო?! პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული მშობლების მხრიდან, მკურნალობისა და ექიმებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრმა „იხილოვის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარება. „უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ეცნობოდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკა ისრაელს აქვს. გასული 2 დღის განმავლობაში, სამინისტროს მოწვევით შეხვედრები გაიმართა ისრაელის დელეგაციასთან, ადგილზე მოხდა იმ შესაძლებლობების შეფასება, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - აღჭურვილობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, განათლებისა და მედ პერსონალის საკითხი, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს რეზიდენტურის გაგრძელებას, რეზიდენტული პროგრამები უნდა შეიქმნას ნულიდან. მანამდე კი, წარმატებული სტუდენტების გაგზავნა უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება. სწავლის დასრულების შემდგომ კი ისინი მუშაობას სახელმწიფო კლინიკაში განაგრძობენ“, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)