|
2023-01-13 13:18:35, 1298 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდინი - რუსეთიდან წასულ უკრაინის მხარდამჭერ მოქალაქეებს ქონება უნდა ჩამოერთვათ
რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყნიდან წასულ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უკრაინას უჭერენ, ქონება ჩამოერთვათ. ამის შესახებ ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა. რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთიდან წასული მოქალაქეების უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს ექსტრემიზმისკენ მოწოდებად და შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციად, თუმცა არსებული რეაგირების ღონისძიებები საკმარისი არ არის და "ამ ვითარებაში, სისხლის სამართლის კოდექსისთვის შესაბამისი მუხლების დამატება სწორი იქნება". "ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე შეურაცხყოფას აყენებს რუსეთს, მის მოსახლეობას, ჯარისკაცებს და ღიად უჭერს მხარს ბოროტმოქმედებს, ნაცისტებს და მკვლელებს. მათი მიზანი ნათელია - მოიპოვონ კეთილგანწყობა და შეეცადონ, შეინარჩუნონ თავიანთი კეთილდღეობა საზღვარგარეთ... ისინი ჩვენი ქვეყნის წყალობით კომფორტულად ცხოვრობენ. საზღვარგარეთ ყოფნისას, ქირაობენ უძრავ ქონებას, აგრძელებენ ჰონორარების მიღებას რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე. ამავდროულად, თავს უფლებას აძლევენ, საჯაროდ შეასხან ტალახი რუსეთს და შეურაცხყონ ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. ისინი თავს გრძობენ დაუსჯელად და მიაჩნიათ, რომ მართლმსაჯულება მათ ვერ მისწვდება. ამ ვითარებაში, სწორი იქნება, რუსეთის ფედერაციაში ნაძირალების ქონების ჩამორთმევის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსს შესაბამისი მუხლები დაემატოს", - წერს ვოლოდინი.
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოს ბიძინიზაცია დამარცხდება, სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)