|
2023-01-13 09:39:22, 1322 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ოკუპანტები სავარაუდოდ, მთელ სოლედარს აკონტროლებენ
რუსული ძალები, სავარაუდოდ, აკონტროლებენ სოლედარის უმეტეს ნაწილს, თუ არა მთელ ქალაქს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, 12 იანვარს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის სოლის დასახლებაზე, რომელიც მდებარეობს სოლედარის ჩრდილო-დასავლეთით კილომეტრის მანძილზე, თუმცა გენშტაბსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსან სამხედროებს არ უთქვამთ, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსული თავდასხმები სოლედარზე, როგორც ისინი ამას სხვა დროს აცხადებდნენ. ანალიტიკოსების თქმითვე, უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში, რუსეთის ჯარებმა, სავარაუდოდ, უკრაინული ძალები ქალაქის დასავლეთ გარეუბნებიდან გააძევეს. “რუსმა ბლოგერებმა 12 იანვარს გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის მებრძოლები თავისუფლად სეირნობენ სოლედარში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რუსული ძალების მიერ სოლედარის აღება არ დაუდასტურებია, მაგრამ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ ძალებს დასახლებაში წარმატებული შეტევითი ოპერაციები მიულოცა. ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები ვეღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში“,- აღნიშნულია ანგარიშში. მათივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 12 იანვრის განცხადება, რომ უკრაინული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს სოლედარში, შესაძლოა გულისხმობდეს თავდაცვით პოზიციებს მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა სოლედარში. ამასთან, როგორც ISW-ში ხაზს უსვამენ, რომ „რუსული ძალების მიერ სოლედარის დაკავება არ არის ოპერატიულად მნიშვნელოვანი მოვლენა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბახმუტის ალყაში გარდაუვლად მოხვედრას მოასწავებდეს“. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს. ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)