|
2023-01-12 14:19:09, 1743 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტის“ და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადი იწყება
„თიბისი კონცეპტი“ და „თიბისი“ ბიზნესისთვის Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამის - „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" მეორე ნაკადს. 20 აპრილიდან, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს მეორე ნაკადის სატრენინგო შეხვედრებს. „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" არის ICF-ის მიერ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში ლიდერობის პარადიგმის ცვლილებაზე. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნისა და კომპეტენციების შესწავლას, ისე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებასა და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას. პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან(კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი) და მოიცავს 84 სატრენინგო საათს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 საათი), პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურ მუშაობას და გამოცდას. მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები აუმჯობესებენ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, მართვის კომპეტენციებსა და სოციალურ უნარებს. პროგრამის თარიღებია: პროგრამას გაუძღვებიან: ეკატერინე ბაბუნაშვილი - ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, PCC ქოუჩი 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით , ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი. ირინა ჭოჭუა - ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10 წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი. დეა ჩხაიძე - ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ადამიანებისა და კულტურის დირექტორი. სტეფან ბანაჩი - ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი, PCC ქოუჩი, ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით და საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting in Development Co.Ltd. დამფუძნებელი. მიღების წინაპირობა: ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში. „თიბისი კონცეპტის“ და „თიბისი“ ბიზნესისთვის მომხარებლებისთვის, მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება. „თიბისი კონცეპტის“ მომხარებლებმა, პროგრამაზე დასარეგისტრირებლად და ფასდაკლების მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე +995 322 227 2700. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://coachinglab.ge/icf-certification/
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)