|
2023-01-11 15:35:38, 1463 ნახვა
რეგიონი
ქედაში განათლებისა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა
დღეს ქედაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ,,მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა. შეხვედრის მიზანს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა. შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სტრუქტურული ერთეულისა, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)