06:18 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 11:44:01, 1017 ნახვა

პოლიტიკა
მე-15 კენჭისყრის შედეგად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კევინ მაკკარტი აირჩიეს

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კევინ მაკკარტი რამდენიმედღიანი მოლაპარაკებისა და კენჭისყრის 15 ტურის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მაკკარტიმ  216 ხმა მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა, დემოკრატი ჰაკიმ ჯეფრისმა - 212, აკონკრეტებს CNN. მაკარტის გამარჯვება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ხმის მიცემაზე ექვსმა რესპუბლიკელმა უარი თქვა - მათ მხარი არ დაუჭირეს რესპუბლიკურ პარტიაში კოლეგის კანდიდატურას, მაგრამ არც მის კონკურენტს მისცეს ხმა.

როგორც Reuters წერს, კევინ მაკარტი დათანხმდა გარკვეულ დათმობებზე წასვლას, რაც მას ნაკლებ ძალაუფლებას დაუტოვებს, ვიდრე მისი წინამორბედ სპიკერს, დემოკრატ ნენსი პელოსის ჰქონდა. კერძოდ, მაკკარტი დათანხმდა, რომ ნებისმიერ კონგრესმენს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი გადადგომის კენჭისყრა.

ეს არის პირველი შემთხვევა 1923 წლის შემდეგ, როდესაც წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ვერ აირჩიეს სპიკერი პირველივე მცდელობისას. 100 წლის წინ ცხრა ცდა დასჭირდა. მიმდინარე კენჭისყრა ყველაზე გრძელი იყო 1859 წლის შემდეგ, როდესაც სპიკერი აირჩიეს 44-ე ტურში. წარმომადგენელთა პალატის ისტორიაში ყველაზე გრძელი კენჭისყრა გაიმართა 1855 წლის ბოლოს და 1856 წლის დასაწყისში, როდესაც სპიკერი 133-ე მცდელობით აირჩიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics