|
2023-01-06 12:07:33, 1679 ნახვა
სამართალი
ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს
ბელგიის პოლიცია არ ადასტურებს ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ბელგიის პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტოში აცხადებენ, რომ უწყება მუდმივ კონტაქტზეა ბელგიაში საქართველოს საეჩოსთან. გუშინ 5 იანვარს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაური წამებით არის მოკლული და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს. ამავე ინფორმაციით, ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან. ლიზა ქისტაურთან კავშირი 2 იანვრის შემდეგ გაწყდა. სოციალურ მედიაში ვრცელდება ლიზას გაუჩინარების კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ, თავდასხმის შედეგად მასთან მყოფი ადამიანი გარდაიცვალა და ლიზა იმალება უსაფრთხოების მიზნით, სანამ სამართალდამცველები თავდამსხმელს იპოვიან და დააკავებენ - ოჯახის მხრიდან არც ეს ვერსიაა დადასტურებული. ლიზა ქისტაურის დედა იზა არღვლიანი რადიო თავისუფლებასთან არ ადასტურებს თავისი შვილის გარდაცვალებას. იზა არღვლიანი მწვავედ აკრიტიკებს მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)