01:10 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 09:47:23, 1803 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტერორისტების ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს, ეს საბოლოო დამარცხება იქნება

რუსეთი მობილიზებას ახდენს იმ ადამიანების, ვისაც სასიკვდილოდ იმეტებს, ჩვენ ცივილიზებული სამყაროს მობილიზებას ვახდენთ სიცოცხლისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას აღნიშნა, ტერორისტული სახელმწიფო ეცდება, სიატუაცია შემოაბრუნოს და დამარცხება გადაავადოს, თუმცა უკრაინის გეგმაა, ეს რუსული სცენარი ჩაშალოს.

„ეჭვიც არ გვეპარება, რომ რუსეთის ამჟამინდელი ბატონები ყველაფერს და ყველას გამოიყენებენ, ომში სიტუაციის შემობრუნებასა და დამარცხების გადადებას შეეცდებიან. უნდა ჩავშალოთ ეს რუსული სცენარი. ჩვენ ვემზადებით ამისთვის. ტერორისტებმა უნდა წააგონ. მათი ახალი შეტევის ნებისმიერი მცდელობა უნდა ჩავარდეს. ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს საბოლოო დამარცხება. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics