|
2022-12-30 10:16:16, 837 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ. დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, წიწვოვანი ხე-მცენარეები დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს. წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, მოქმედებს 200-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლო პერიოდში, ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, მკაცრ კონტროლს ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში კი, აქტიურად მოწმდება ისეთი ადგილები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება. (მაგ: სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები). გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში - სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვები. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)