|
2022-12-28 17:21:54, 1574 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის მხარდაჭერით ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი Batumi Grand Mall გაიხსნება
„საქართველოს ბანკი’ პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა და EBRD-მა, Batumi Grand Mall-თან ერთად პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პარტნიორობის ფარგლებში, ენერგო ეფექტური დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანია დამატებით მიიღებს გრანტს EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორები არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკისა“ და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალი მოლი 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი 100-ზე მეტი ბრენდი იქნება. მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, US Polo და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტური იქნება, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35%-მდე შეამცირებს“, - განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ. „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ასევე შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ამ დროის მონაცემებით 750-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ სვანიძემ. „მოხარულები ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ ბათუმში სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბიზნესის მხარდაჭერა, რადგან ეს ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას. ენერგო ეფექტური ტექნოლოგიები, რაც ინვესტიციის შემადგენელი ნაწილია, სავაჭრო ცენტრის მუშაობისას ნაკლები ენერგიის გამოყენებას გულისხმობს. ეს კი მომავალში ჩადებული ინვესტიციაა,“ განაცხადა კატარინა ბიორლენ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)