|
2022-12-28 16:53:00, 943 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მახათას მთაზე „არსენალის“ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, მიწის ნაკვეთისთვის 20 მილიონი გადავიხადე ბიუჯეტში
არავისთვის არანაირი ჩუქება არ მითხოვია - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, კახა კალაძეს მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტი მას შემდეგ მოუვიდა, რაც მას მახათას მთა არ აჩუქეს. დედაქალაქის მერის განცხადებით, მახათას მთაზე „არსენალის“ პროექტის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთი თავის დროზე 20 მილიონად შეისყიდა - პროექტის განხორციელებას კი, ხელი 2008 წლის აგვისტოს ომმა შეუშალა. „რაც შეეხება მახათას მთას, აქ საუბარია „არსენალის“ პროექტზე, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვიწყე და, რა თქმა უნდა, არავისთვის არასოდეს არანაირი ჩუქება არ მითხოვია. თქვენ ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ მე სახელმწიფოსგან, ბიუჯეტისგან რაიმე ერთი თეთრის ღირებულების საჩუქრად მიმეღოს ან რაღაც წამეღოს. გამორიცხულია ეგეთი რამ. რაც შეეხება „არსენალის“ პროექტს, ეს იყო ჩემი სურვილი, მეგობრებთან ერთად, რომ საქართველოში განგვეხორციელებინა მასშტაბური პროექტი და მინდა, ყველას ვუთხრა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთში 20 მილიონი მქონდა გადახდილი ბიუჯეტში. სამწუხაროდ, 2008 წელს მოხდა ის, რაც მოხდა. მხედველობაში მაქვს აგვისტოს ომი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩემს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. „რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, თუნდაც გაფუჭებას, იყო ძალიან მარტივი. მე ვცხოვრობდი იტალიაში და რა თქმა უნდა, ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. ყოველთვის, როცა მეძლეოდა შესაძლებლობა, ყოველთვის ჩამოვდიოდი, აქ ვისვენებდი, რადგან აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა საქართველოში ჩამოსვლა იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში, ეს უბედურება ჩაიდინეს ქართველებმა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასოდეს გამნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, მიხაროდა კარგი, რაც კეთდებოდა და არასოდეს არ ვიხევდი უკან, მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და რაც მიმაჩნდა არასწორად. თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, მგონი, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)