|
2022-12-28 11:42:52, 854 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სასაცილოც კი არაა არგუმენტი, რომ საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული
წლევანდელ საახალწლო სლოგანს - "მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა - სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების მიზნით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, უკრაინელებთან ერთად, ყველაზე უკეთ იცის, თუ რა ფასი აქვს მშვიდობას. "ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა, განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენ შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაური იყო როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს - "მშვიდობის ქალაქი" არაერთი სპეკულაცია მოჰყვა. ეს გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების მიზნით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ეს ყველაზე უკეთ ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც, ამ ახალ წელს, სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად, გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, ვინც კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა „მშვიდობა“ გულზე ასე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძვიან ამ სლოგანს, თუმცა, თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწრო პარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ, ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)