08:45 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 15:59:54, 1489 ნახვა

პოლიტიკა
დმიტრი გორდონი - საქართველოს გამოჩენილი პრეზიდენტი ციხეში იწვება და სიკვდილის პირას დგას

მინდა წაგიკითხოთ ეს წერილი, რომ გაიგოთ, რამდენად საგანგაშო სიტუაცია, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი გორდონს წერილი გაუგზავნა, რომელსაც უკრაინელი ჟურნალისტი Youtube-ზე გამოეხმაურა.

წერილში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ციხეში მოწამლეს და მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალი იქნება - "მაღალი რანგის ამერიკელი ტოქსიკოლოგები უტყუარად ამტკიცებენ, რომ მე მომწამლეს ციხეში შხამიანი ნივთიერებების მინარევით, რასაც უნდა მოვეკალი. დავკარგე გონება, მაგრამ არ მოვკვდი, თუმცა დამრჩა უამრავი სიმპტომი. მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალი იქნება. მადლობელი ვიქნები, თუ ამ საკითხით დაინტერესდები".

დმიტრი გორდონი მოუწოდებს ყველას, ვისაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ეხებოდეს, რომ დაეხმარონ მას და გადაიყვანონ სამკურნალოდ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან შეერთებულ შტატებში. 

"მთელი მსოფლიო გასაგონად მინდა ვთქვა, რომ გამოჩენილი ქართველი პრეზიდენტი, ავტორი უმნიშვნელოვანესი რეფორმებისა, მიხეილ სააკაშვილი იტანჯება ციხეში და სიკვდილის ზღვარზე იმყოფება. ყველას ვთხოვ, ვისზეც არის დამოკიდებული, უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, გადაიყვანეთ სამკურნალოდ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან აშშ-ში. აუცილებელია ამ ადამიანის გადარჩენა. უთხარით მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს გამოჩენილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში იწვება და სიკვდილის პირას დგას, თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, მსოფლიო ამას ინანებს“, - განაცხადა გორდონმა. 

გორდონი ასევე აფასებს ექსპრეზიდენტის მმართველობის პერიოდს და ამბობს, რომ "როდესაც სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა, ამ ქვეყანამ უზარმაზარი სისწრაფით დაიწყო ცვლილება და სულ რამდენიმე წელიწადში ყველამ ნახა ტრანსფორმაცია". 

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი გადაცემაში ახსენებს ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც "პუტინის მეგობარ ოლიგარქს, რომელმაც დიდი ფული ჩადო გამარჯვებაში". 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics