|
2022-12-23 11:54:27, 1256 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სანიაღვრე ქსელის მოწყობის გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გაგარინის ქუჩის ნაწილზე 24-25 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, 24 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე, მარშალ გელოვანის გამზირიდან და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ ჟვანიას მოედნისკენ და პეკინის გამზირის გავლით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირების მიმართულებით; გმირთა მოედნისა და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, „ვეფხი და მოყმეს“ ძეგლის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი გადაადგილებას შეძლებს გაგარინის ქ. N29ა-მდე (საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისამდე). რაც შეეხება 25 დეკემბერს, გაგარინის ქუჩაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ისაკაძის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი ჩაიკეტება. მარშალ გელოვანის გამზირისა და ბაქრაძის ქუჩიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხოლო გოთუასა და შარტავას ქუჩების გამოყენებით, მოძრაობა დასაშვები იქნება ჟვანიას მოედნის მიმართულებით. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც გალაკტიონის, ასევე, ბარათაშვილის ხიდები, ხოლო მარშალ გელოვანის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედნიდან, გაგარინის ქუჩის გამოყენებით. აღნიშნული სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება და ტრანსპორტის გადაადგილება დღის განმავლობაში არ შეიზღუდება.
ზელენსკიმ რუბიოს განცხადებას ომში ჩიხის შესახებ უპასუხა
რუბიო: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის ჩიხი შესაძლოა რეგიონულ ომში გადაიზარდოს
უკრაინამ ომსკში რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
მოსკოვთან ახლოს დრონით თავდასხმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა - აეროპორტებში რეისების მასშტაბური გაუქმება ხდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)