04:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 09:07:37, 1960 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრის შენობის დანგრევა დაიწყეს

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრის შენობის დანგრევა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს. 

ანდრიუშჩენკოს თქმით, ორ დღეში შენობის "ფიზიკური მეხსიერებაც კი არ დარჩება".

"მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლი კულტურულ დეოკუპაციაზე ფიქრობს, მარიუპოლში ოკუპანტებმა დაანგრიეს დრამატული თეატრის ნახევარი. მათ უბრალოდ მიწამდე გაასწორეს შენობა" , - თქვა პიოტრ ანდრიუშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს მარიუპოლში, დრამატული თეატრის შენობას რუსულმა თვითმფრინავმა ბომბები დაუშინეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანი დაიღუპა.

31 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი დამპყრობლები თეატრში დაღუპულთა ცხედრებს ბეტონს ასხამდნენ და მათეთრებლით ცდილობდნენ გვამური სუნის აღმოფხვრას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics