|
2022-12-21 11:28:35, 1606 ნახვა
საზოგადოება
წარჩინებულ სტუდენტებს „მწვანე სტიპენდიები” გადაეცათ
„მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომ მათ მიიღონ სათანადო ცოდნა და განათლება გარემოსდაცვითი მიმართულებით, დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან პროფესიებს, როგორიც არის გეოლოგია, ჰიდროლოგია, ეკოლოგია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, რომელთა ფარგლებშიც, სტიმულს ვაძლევთ ახალგაზრდებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული პროფესიებით და, შემდგომ, ემსახურონ ქვეყანას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გარემოსდაცვითი მიმართულების სტუდენტებისთვის „მწვანე სტიპენდიების” გადაცემის ღონისძიებაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი სტიპენდიით გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში. როგორც გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში (UNDP), ნიკ ბერესფორდმა ღონისძიებაზე აღნიშნა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, გარემოს დაცვით სფეროში მეცნიერული მიმართულება არის უაღრესად აქტუალური და მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ხაზგასმით მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ სტიპენდიები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ნინო თანდილაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამის ოფიცერი (SIDA) ხათუნა ზალდასტანიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით.
ეროვნული ბანკი პროკურატურის მიერ ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავა
მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)