|
2022-12-18 20:25:21, 2469 ნახვა
მსოფლიო
ნორვეგიამ თითქმის შეწყვიტა რუსებისთვის ვიზების გაცემა
ნორვეგიაში უფლებადამცველებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ვერც ერთი რუსის შეყვანა ვერ შეძლეს, რადგან მათ ვიზაზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ Barents Observer იტყობინება. რუსეთის მოქალაქეები ვერ იღებენ ნორვეგიის ვიზას მაშინაც კი, თუ ისინი ქვეყანაში ნორვეგიული ორგანიზაციების მიერ არიან მიწვეული. კირკენესის ტერმინალ B-ს არტ სივრცეში განაცხადეს, რომ თებერვალში დაგეგმილია ფესტივალი, სადაც მოწვეულნი არიან რუსი არტისტები, რომლებიც ვიზას ვერ იღებენ. „ფორმალურად, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნორვეგიამ რუსებისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტა. თუმცა, როცა საბუთებს ვაგზავნით, მათ შორის მოსაწვევებთან ერთად, უარს მოჰყვება“, - ამბობს არტ სივრცის თანამშრომელი. ირინა ივანოვამ, კიბოს პაციენტების მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელმა მურმანსკში, თქვა, რომ რუსულ-ნორვეგიული პროექტის მონაწილეები კიბოს პაციენტების დასახმარებლად სექტემბერში ვერ მოხვდნენ ნორვეგიაში. ერთ-ერთ კომუნაში, ძუძუს კიბოს გადარჩენილ ქალთა ასოციაციამ მოამზადა მოსაწვევები რამდენიმე ერთჯერადი ვიზის მისაღებად. თუმცა ვიზა არ გასულა. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა ასევე დაკარგა რუსეთიდან კოლეგების მოწვევის შესაძლებლობა, განაცხადა ინა სანგაჯიევამ, ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა. Barents Observer აღნიშნავს, რომ მან UDI სამსახურს, რომელიც მიგრაციის საკითხებს ეხება, გაუგზავნა მოთხოვნა რუსებისთვის ვიზის გაცემის ოფიციალური თუ არაოფიციალური აკრძალვის არსებობის შესახებ. მათ უპასუხეს, რომ ასეთი აკრძალვა არ ყოფილა, მაგრამ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება შეწყდა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)