06:15 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 16:39:39, 1927 ნახვა

მსოფლიო
CNN - ზელენსკის სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მაყურებლისთვის მიემართა, თუმცა FIFA-მ უარი უთხრა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლისთვის ონლაინ ფორმატში მიემართა, თუმცა FIFA-მ უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც წყარო აცხადებს, ზელენსკის ოფისმა გამოთქვა სურვილი, რომ კატარის სტადიონზე, თამაშის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ბმულით ჩართულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო, უარყოფითი პასუხი მიიღეს.

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ FIFA-ს სურდა თავისი პლატფორმის გამოყენება უფრო დიდი სიკეთისთვის. თუმცა, უკრაინასა და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს", - ამბობს წყარო.

CNN ასევე დაუკავშირდა FIFA-ს კომენტარისთვის, თუმცა ფეხბურთის საერთაშორისო მმართველ ორგანოს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

აღსანიშნავია, რომ კიევმა არაერთხელ სცადა გამოეყენებინა მსოფლიო მოვლენები, განურჩევლად მათი თემისა, რათა გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცია უკრაინის ომი.

ზელენსკი ნატო-ს სამიტიდან დაწყებული, გრემისა და კანის კინოფესტივალის ჩათვლით, ყველგან ვიდეოს საშუალებით წარსდგა. მან ასევე მისცა ინტერვიუ არა ერთ ცნობილ გამოცემასა თუ მსახიობს, მათ შორის შონ პენთან და დევიდ ლეტერმანთან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics