23:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 14:46:45, 1708 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება

ქართული ღვინის გაზრდილი ექსპორტის ფონზე, 2023 წლიდან, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში განახორციელებს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს, რომელიც მოიცავს საინსპექციო კონტროლს, ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. შესაბამისად, 2023 წელს „ღვინის ლაბორატორიული კვლევის" ქვეპროგრამის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 16,7 %-ით გაიზარდა და 700 ათასი ლარი შეადგინა.

ასევე 8,3 %-ით გაიზარდა და 650 ათასი ლარით განისაზღვრა „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების" ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდება საქართველოს მევენახეობის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროგრამა ჯერ არ განხორციელებულა და განახლდება მონაცემები პროგრამის არსებული მონაცემთა ბაზისთვის.

ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; პროგრამა მიმდინარე წელს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ გაორმაგდა საბიუჯეტო დაფინანსება „ქართული ვაზის პოპულარიზაციისა" და „ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების" ქვე-პროგრამებისთვის და 100-100 ათასი ლარი შეადგინა, რაც ორივე მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების საფუძველია: გაგრძელდება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო მუშაობა და ახალი არქეოლოგიური კვლევები, ასევე გააქტიურდება საქმიანობა ქართული ღვინის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დასარეგისტრირებლად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics