|
2022-12-14 16:51:34, 2091 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობა გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ტურისტული ბილიკების მოწყობას აგრძელებს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ამჯერად, სააგენტომ ქედაში დანდალოს ჩანჩქერთან მისასვლელი 400 მეტრ სიგრძის ბილიკი გაჭრა, გარემოსთან ადაპტირებული ხის კიბეებითა და მოაჯირებით მოაწყო. "მიუხედავად, იმისა რომ დანდალოს ჩანჩქერი სილამაზითა და წყლის კარგი ვარდნით გამორჩეული ჩანჩქერია, მასთან მისვლა ტურისტების საკმაოდ რთული და საფრთხის შემცველი იყო. მოწესრიგებული ბილიკი კი მოგზაურებს ჩანჩქერთან გადაადგილებას გაუმარტივებთ. წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებთან 100-მდე ნიშნული დაამონატაჟა. მათ შორისაა ღორჯომის საფეხმავლო ბილიკი, კვარიათის ველობილიკი, ქედა-შუახევის დამაკავშირებელი ველობილიკი და 20-ზე მეტი საოჯახო-სასტუმრო სახლი აჭარის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელ ტურისტულ ბილიკსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტულ ინფრასტრუქტურას აშენებს", - ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)