14:00 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 11:37:13, 1144 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ რეჟიმში პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დისტანციურ რეჟიმში პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. 

როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მიზეზი კლინიკა "ვივამედში" არსებული ტექნიკური მოწყობილობებია. 

"კლინიკა "ვივამედს" არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამიტომ არ მოხერხდა მსჯავრდადებულის პროცესზე ჩართვა",- განაცხადა მოსამართლემ. 

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესი 14 დეკემბრისთვის გადადო. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.

ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების სამინისტრო - ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე
ეროვნული ბანკი სესხების გაცემის წესი გამკაცრებას „მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით“ ხსნის
სესხების გაცემის წესი მკაცრდება
El Mundo: რუსეთის სადაზვერვო სამსახურები შეერთებულ შტატებში ოპოზიციის წარმომადგენლების, კასპაროვისა და პონომარევის მკვლელობას გეგმავდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics