02:44 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 19:48:18, 1407 ნახვა

მსოფლიო
ახალ ზელანდიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს სიგარეტს მომავალი თაობებისთვის

ახალი ზელანდია მომავალი წლიდან ეტაპობრივად აკრძალავს თამბაქოს მოხმარებას.

სამშაბათს პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობა მიხედვით, 2008 წლის შემდეგ დაბადებული ნებისმიერი ადამიანი ვერასოდეს შეძლებს სიგარეტის ან თამბაქოს ნაწარმის ყიდვას.

ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს ყიდვის უნარის მქონე ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად შემცირდება. მაგალითად, 2050 წლისთვის 40 წლის ახალგაზრდები ვერ შეძლებენ სიგარეტის შეძენას.

„ათასობით ადამიანი იცხოვრებს უფრო დიდხანს, ჯანსაღად და ჯანდაცვის სისტემა იქნება უკეთეს მდგომარეობაში, რომ არ დასჭირდეს მოწევით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა“, - თქვა დოქტორმა ვერალმა.

ცნობისთვის,ახალ ზელანდიაში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა,მთავრობის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით,მოზარდების მხოლოდ 8% მოიხმარს თამბაქოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics