|
2022-12-12 15:52:03, 1742 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ და ფარმადეპომ ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს
„თიბისიმ“ და ფარმადეპომ, ექსკლუზიური, სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს 2022 წლის 12 დეკემბერს. პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისისა“ და ფარმადეპოს მომხმარებლები სხვადასხვა შეთავაზებით და აქციებით ისარგებლებენ. თანამშრომლობა ერთმანეთთან დააკავშირებს ერთი მხრივ წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და ყველაზე დიდი დაფარვის მქონე სააფთიაქო ქსელს. პარტნიორობის მიზანი „თიბისის“ საბანკო სერვისების ნაკრების მფლობელებისა და ფარმადეპოს მომხმარებლების ლოიალობის გაზრდაა. ფასდაკლების მიღებისა და გამოყენების წესები მარტივია: პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისის“ საბანკო სერვისების ნაკრების მფლობელებს ყოველი თვის დასაწყისში გაეგზავნებათ უნიკალური პრომო კოდ(ებ)ი SMS შეტყობინების სახით. მომხმარებელი ფარმადეპოში წარადგენს „თიბისის“ SMS შეტყობინებით მიღებულ კოდს, რის შემდეგაც მოხდება ნაკრების ტიპის მიხედვით შესაბამისი შეთავაზების გააქტიურება. ფარმადეპოს შეთავაზებები „თიბისის“ საბანკო სერვისების ნაკრების ტიპის მიხედვით: 1. 2 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის • 3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15 %-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%. 2. 5 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის • 3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15 %-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%. • თავის მოვლის საშუალებებიდან 3 ნებისმიერ პროდუქტზე 30% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან: ვიში, ავენი, ლავერა, ლა კუღ ბოტე, ალკმენე, დიპლონა, ნუმის მედი, ვანდინი, ნოუთი. 3. 10 ლარიანი ნაკრების მფლობელებისთვის • 3 ნებისმიერ მედიკამენტზე 15%-იანი ფასდაკლება. საახალწლოდ, 12 დეკემბრიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 25%. • თავის მოვლის საშუალებებიდან 3 ნებისმიერ პროდუქტზე 30% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან: ვიში, ავენი, ლავერა, ლა კუღ ბოტე, ალკმენე, დიპლონა, ნუმის მედი, ვანდინი, ნოუთი • ბავშვის მოვლის და კვების (რძის გარდა) 3 ნებისმიერ პროდუქტზე 25% ფასდაკლება მოცემული ბრენდებიდან - ტოპიკრემი, სანოსანი, სეპტონა, როიალ კომფორტი, ტენერა, პილო, ნუტრიბენი, სემპერი. საახალწლოდ, 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით კი გაუმჯობესებული პირობა 35%. ფასდაკლების პრომო კოდი არის ერთჯერადი და მოქმედებს შეტყობინების მიღებიდან მიმდინარე თვის ბოლომდე. ნაკრების ახალი მომხმარებლები პრომო კოდს მიიღებენ ნაკრების გამოწერიდან მომდევნო თვის დასაწყისში. „თიბისი“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კეთილდღეობაზე. ფარმადეპოსთან დიდი პარტნიორობისა და ფასდაკლების კამპანიის დასაწყისი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისის“ ნაკრების მფლობელები შეძლებენ, გაიმარტივონ ყოველდღიურობა სხვადასხვა შეთავაზების მეშვეობით. კამპანია გრძელდება 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)