|
2022-12-12 12:52:21, 1430 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ერთი თვეა მოვუწოდებ, ბატონო ნიკა, გამოდით ოთახებიდან - თავმჯდომარეა და ხაშურში ნამყოფი არ არის
ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, მარტო კაბინეტიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა, რაც ნიკა მელიას ლიდერობამ მოიტანა იყო ის, რომ მოქმედი თავმჯდომარე პარტიაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. "ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ, მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის. თავმჯდომარე რომელიც ამბობს, რომ არაფრის საქმის კურსში არ არის, ასპინძაში ნამყოფი არ არის, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში სამ წელიწადში ერთხელ ჩავა, ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ ამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას ვერ უპასუხა", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს".
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)