07:13 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 15:03:10, 3611 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება

ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა

„ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება, რადგან რუსეთი ცდილობს მიიღოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსეთი ირანს სავარაუდოდ, შესთავაზებს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უპრეცედენტო დონეზე.

"რუსეთმა, დიდი ალბათობით, ამოწურა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ისკანდერის მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ რუსეთი მიიღებს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს დიდი რაოდენობით, ის გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე",- ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, სავარაუდოდ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს.ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, სავარაუდოდ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს.

„რუსეთმა, დიდი ალბათობით, საკუთარი „SS-26 ისკანდერის“ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი ამოწურა. თუ რუსეთი მოახერხებს დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების დაწყებას, ის, სავარაუდოდ, გამოიყენებს მათ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიის გასაგრძელებლად და გაფართოებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics