03:40 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 11:34:27, 1477 ნახვა

მსოფლიო
Politico - ბელგიაში კორუფციის საქმეზე ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ, რამდენიმე ჩხრეკის შემდეგ, ევროპარლამენტთან დაკავშირებული სულ მცირე, 4 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით.

ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.

Politico საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულებს შორის ერთ-ერთი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი ევა კაილია. 

ამასთან,  გავრცელებული ინფორმაციით, PASOK-მა უკვე გამოაქვეყნა განცხადება კაილის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით და მთავარ მიზეზად კორუფციის ბრალდება დაასახელა. 

გარდა ამისა, მიმდინარე გამოძიების საპასუხოდ, კაილი ევროკავშირის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდანაც გაათავისუფლეს. 

Politico-ს ცნობითვე, კატარის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასება მაშინ, როდესაც ქვეყანას ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics