|
2022-12-08 16:40:59, 2127 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს, თუკი კიევის პოლიტიკური ნება იქნება
უკრაინაში კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს, თუკი ეს კიევის პოლიტიკური ნება იქნება,- ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ ომი, შესაძლოა, 2023 წელს დასრულდეს. პესკოვის თქმით, რუსეთის მთავარ მიზანს კვლავ უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია წარმოადგენს. „ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ხვალ შეიძლება დასრულდეს, თუკი [კიევი] მოისურვებს. უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ერთ-ერთ მთავარ მიზანად რჩება“, - განაცხადა პესკოვმა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პესკოვი ამბობდა, რომ უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დასახული მიზანი არ მიიღწევა. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)