|
2022-12-08 13:46:19, 2048 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი - 2023 წელს „აწარმოე საქართველოში" ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიოს 15 მსხვილ გამოფენაში მონაწილეობას სთავაზობს
საფრანგეთის ქალაქ პარიზში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე FOOD INGREDIENTS EUROPE საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, საქართველოს პავილიონი ფუნქციონირებს, სადაც საკუთარი პროდუქცია შვიდ ქართულ კომპანიას აქვს წარდგენილი. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ისინი, ძირითადად, თხილის, კაკლის, ნუშის, გადამუშავებული ხილ-ბოსტნეულისა და ნატურალური წვენების მწარმოებლები არიან. პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა დაათვალიერა. „ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია ადგილობრივი ექსპორტის მხარდაჭერა. ამისთვის, მთავრობის დავალებით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით, შევიმუშავეთ მექანიზმები ექსპორტიორთა მხარდაჭერის, მათთვის გასაღების ბაზრების მოძიების, იქ დამკვიდრებისა და, ზოგადად, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციის მიმართულებით. მხოლოდ 2023 წელს „აწარმოე საქართველოში" ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიოს 15 მსხვილ გამოფენაზე სთავაზობს მონაწილეობას. პარიზის გამოფენისთვის ჩვენ სასურსათო ინგრედიენტების 7 მსხვილი მწარმოებელი შევარჩიეთ და იმედი გვაქვს, რომ მათთვის ეს გამოფენა ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიებისა და შესაბამისად, ახალ ბაზრებზე გასვლის საფუძველი გახდება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის ხელშეწყობისა და სავაჭრო მისიების ორგანიზების გარდა, სამინისტრო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" პოტენციურ ექსპორტიორებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს ტექნიკური დახმარების გაწევას ექსპორტიორებისთვის, მათ შორის, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას. ისინი ხელს უწყობენ საექსპორტო ბაზრების, პროდუქტებისა და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებისა და პროდუქტების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას. გარდა ამისა, სააგენტო რამდენიმე წელია, ახორციელებს პოტენციურ საექსპორტო კომპანიებში ე.წ. ექსპორტის მენეჯერების გადამზადებას.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)