|
2022-12-08 00:34:47, 2804 ნახვა
ეკონომიკა
საბაუნის ტურიზმის ფაკულტეტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება
მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში 498,477 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით, 125.9%-იან ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში 344,595 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 82.6%-ით აღემატება. ჯამურად კი, მიმდინარე წლის ბოლო 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 4,391,082 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი და 3,048,728 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც დადებით დინამიკაზე მიუთითებს. ზემოთ ხსენებული მაჩვენებლები იმის ერთ-ერთი დადასტურებაცაა, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული სირთულეები შესუსტდა, სფეროს აღდგენის პროცესი დადებით დინამიკაშია და ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება. მაღალკვალიფიციური კადრების ჩამოყალიბება სწორედ რომ საუნივერსიტეტო სივრციდან იწყება მაშინ, როდესაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ეუფლები პრაქტიკულ უნარებს. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტი წლებია უკვე ტურისტულ საქმიანობაში წარმატებული კარიერის საფუძველს ქმნის. საბაუნის ტურიზმის პროგრამა, რომელიც პრაქტიკაზე ორიენტირებულია, სტუდენტს საშუალებას აძლევს სტაჟირება გაიაროს და დასაქმდეს ქართულ და უცხოურ ბაზარზე. საერთაშორისო პარტნიორების მრავალფეროვანი სია, აღნიშნული მიმართულების სტუდენტებს, გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს, ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. რატომ საბაუნი?სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ისტორია, რომელიც საუკუნის მეხუთედს ითვლის, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოწინავე პოზიციას იკავებს. მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში - ევროპისა და ამერიკის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების მრავალფეროვანი სია, პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები, სწავლების ახალი და თანამედროვე მეთოდები, დასაქმების შესაძლებლობა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებში - ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც სტუდენტების გააზრებულ არჩევანს წლებია, განაპირობებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს გაცვლითი პროგრამა, შესაბამისად, სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ საზღვარგარეთ, იმოგზაურონ, შეიძინონ მეგობრები, აღმოაჩინონ სიახლეები და დააგროვონ თავგადასავლები. დაბოლოს, საბაუნი ქმნის იმ ატმოსფეროს, რაც სტუდენტს ყოველმხრივ განვითარებაში სჭირდება, მისცემს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და გადამწყვეტ როლს ითამაშებს მის კარიერულ წინსვლაში.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)