|
2022-12-06 15:24:58, 1160 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უკრაინელებს უნდათ და ეს თქვა კასიანოვმაც, რომ საქართველო ომში დაფიქსირდეს, როგორც მხარე
რაც კასიანოვმა გაახმოვანა ეს ნიშნავს, რომ საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას. მდინარაძის თქმით, კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე,თუმცა ყველაფერი იმისთვის იყო გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. „კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და პირდაპირ ვიტყვი, იმისთვის გამიზნული, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. მათ უნდათ და ეს თქვა კიდეც კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს, როგორც მხარე, სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, ანუ ომში. რუსეთის საოკუპაციო ომის მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას. როდესაც რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ, ხომ გესმით, რომ მათ საქართველოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული იარაღის, საბრძოლო მასალის თუ სამხედრო ტექნიკის მიწოდების მოლოდინი ობიექტურად არ აქვთ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს, რომ საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში უნდა დაფიქსირდეს, როგორც მხარე. დანარჩენი, რაც ილაპარაკა, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, ქუჩის სახელის დარქმევაზე და უამრავ რაღაცაზე ისაუბრა. მთავარი სათქმელი და მიზანი იყო, საქართველო დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როდესაც საქართველო 30 000-ზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას, არის 400-ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი თუ თანაავტორი, მათ შორის, საქართველო არის იმ დოკუმენტების მხარდამჭერი, რომლებიც შეეხება ჰააგასა და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ზოგ შემთხვევაში, თანაინვესტორი, ზოგ შემთხვევაში, მხარდამჭერი, ზოგ შემთხვევაში, თანაავტორი. შესაბამისად, საქართველო სრულად და აბსოლუტურ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს თავისი შესაძლებლობების ფარგლების ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების მქონე, ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო მხარდამჭერად ვერ დაფიქსირდება. ეს არის მარტივი მოცემულობა. მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, უკრაინელები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები, რომ უნდა შევისეირნოთ სოხუმში, უნდა გავუწიოთ სამხედრო მხარდაჭერა, უნდა ჩაერთოს საქართველო ომში”,- განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, ცოტახსნიწ წინ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე.
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
კობახიძე - საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
აზერბაიჯანში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სპონტანურია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)