|
2022-12-06 11:32:41, 846 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ სამხარაძე სლოვენიის ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ტანია ფაიონს შეხვდა
სლოვენიის რესპუბლიკაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიის ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტანია ფაიონთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საქართველო-სლოვენიის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მიმართულებები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და რეგიონული გამოწვევები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები განიხილეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთანაა დაკავშირებული. ნიკოლოზ სამხარაძემ ამ პროცესში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელთა წინაშეც საქართველო ყოველდღიურად დგას. სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სლოვენიის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი 2023 წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. „სლოვენიის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის გზაზე და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ფაიონი მინისტრის პოსტის დაკავებამდე იყო ევროპარლამენტარი. ის კარგად იცნობს საქართველოს და მუდმივად აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დარწმუნებული ვარ, რომ სლოვენია მხარს დაუჭერს მომავალ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ლევან ქარუმიძე, გრიგოლ ვაშაძე და საქართველო-სლოვენიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიქტორ სანიკიძე.
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)