|
2022-12-05 12:56:15, 1446 ნახვა
საზოგადოება
იზრუნე ჯანმრთელობაზე REDMED-თან ერთად
ყველა ჩვენთაგანს გამოგვიცდია შემთხვევა, როდესაც ექიმთან მისვლას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდით, რაც უარყოფითად აისახებოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შრომისუნარიანობაზე. სტატისტიკურად სპეციალისტთან დაგვიანებული მიმართვიანობის მიზეზებიდან პირველ ადგილზე დატვირთული ცხოვრების რეჟიმი დგას. აქედან გამომდინარე არსებულ მგომარეობასთან შეგუება და სიტუაციაზე მორგება გვიწევს, თუმცა გამოსავალი არც თუ ისე ცოტა ხნის წინ REDMED-ის სამედიცინო პლატფორმამ გვაპოვნინა. წამყვანი კომპანიები ყოველდღე ზრუნავენ იმაზე, რომ მათი მომხმარებლების ცხოვრება გამარტივდეს, იყოს კომფორტული და რაც მთავარია დაზოგონ დრო, რაც ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანია. პირველ ასეთ სამედიცინო სერვისების პლატფორმას მიეკუთვნება REDMED-ი, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ქართველ ექიმს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. REDMED-ის სერვისებში შედის : · ექიმთან ონლაინ კონსულტაცია · ექიმის სახლში გამოძახება · კლინიკაში ჩაწერა · საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან კონსულტაცია · ლაბორატორიის სახლში გამოძახება უსასრულო რიგებში დგომა და მოლოდინის რეჟიმი, მიუხედავად წინასწარ ჩაწერისა ხშირად ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც პაციენტები თავს არიდებენ დროულად ექიმთან კონსულტაციას. REDMED-ის ონლაინ აუდიო და ვიდეო ზარის ფუნქცია მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის ექიმთან კონსულტაციას, რაც პირველ რიგში დროის დაზოგვაში გვეხმარება. იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლოდ გრძნობთ თავს და ასევე გსურთ ფიზიკურად გაესაუბროთ სპეციალისტს, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ REDMED-ის ექიმის სახლში გამოძახების სერვისით, რაც შესაძლებელია მოხდეს თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. REDMED-ის მოსახერხებელი ფორმატი საშუალებას გვაძლევს მარტივად და კომფორტულად მივიღოთ ჩვენთვის სასურველი სერვისი, მხოლოდ საჭიროა აპლიკაციისა თუ საიტის მეშვეობით ძიების ველში ჩავწეროთ ექიმის, სპეციალობის, კლინიკის ან დაზღვევის დასახელება და ჩამოთვლილი ვარიანტებიდან ავირჩიოთ ჩვენთვის მოსახერხებელი. ჩამონათვლის გარდა, ძიების შედეგების გვერდზე დაგხვდებათ შედეგების გაფილტვრის სხვადასხვა ღილაკები - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონსულტაცია ექიმთან საქართველოში ან სახღვარგარეთ და ასევე მონიშნოთ სამი ალტერნატივიდან სასურველი : სატელეფონო კონსულტაცია, ვიდეო კონსულტაცია ან ექიმის გამოძახება სახლში. REDMED-ის პლატფორმის საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღოთ კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი წამყვანი ექიმებისგან, რომელთა სპეციალობებიცაა : გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია, შემდეგი ქვეყნებიდან : ამერიკა, გერმანია, ავსტრია და ა.შ. ადრეული დიაგნოსტიკა და რუტინული კვლევები გვეხმარება ამოვიცნოთ ასიმპტომური დაავადებები და მოვახდინოთ მათი გართულებების პრევენცია, მთავარი მიზეზი კი, რატომაც უნდა მივმართოთ სპეციალისტს დროულად და რაც კვლევებითაც დასტურდება, არის ის, რომ იქამდე, სანამ მოვახდენთ დაავადების დიაგნოსტიკას, ყოველთვის წარმოგვიდგენია უარესი გამოსავალი, რადგან დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ჩვენს ორგანიზმს, ისევე როგორც ფსიქიკას აყენებს სტრესულ მდგომარეობაში, ამ მდგომარეობაში ცხოვრება კი აქვეითებს შრომისუნარიანობას და აისახება ცხოვრების სტილზეც. ქოლ-ცენტრში ზარის განხორციელების დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, გამოიყენეთ შესაძლებლობა გახდეს ეს პროცესი კომფორტული და REDMED-ის პლატფორმის დახმარებით განახორციელეთ სასურველი პროცედურა ელექტრონული მოწყობილობით, სიმპტომების გამოჩენისთანავე კი გაიარეთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია, რომ იგრძნოთ თავი მშვიდად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)