|
2022-12-02 14:43:49, 1768 ნახვა
საზოგადოება
TI - მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენცია ახალ ეტაპზე გადავიდა - ხელისუფლება მათ შესავიწროვებლად სასამართლოს იყენებს
მედიის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობას" განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართული მედია გარემო, განსაკუთრებით კი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის წარმომადგენლების საქმიანობა სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე დგას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროვებლად. "თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელი, ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ, წარმოადგენს ბოლო პერიოდის მედიაზე ზეწოლის საშიში ტენდენციის ახალ ეტაპზე გადასვლას, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს იყენებენ კრიტიკული მედიის შესავიწროვებლად. ქართული მედია გარემო, განსაკუთრებით კი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის წარმომადგენლების საქმიანობა სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე დგას. ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის, მასობრივი უკანონო მოსმენებისა თუ მიზანმიმართული დეზინფორმაციის პარალელურად, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ხდება სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის - „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ. მომჩივნების დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაახლოებული პირები არიან. დროის მცირე მონაკვეთში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სარჩელების სიმრავლე აშკარად კოორდინირებულ ტენდენციაზე მიანიშნებს, რაც მედიის საქმიანობის შეზღუდვასა და დაშინებას ისახავს მიზნად. სამწუხაროა, სასამართლო პრაქტიკის ცვლილებაც, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილი ცალსახა ჩანაწერის მიუხედავად, მტკიცების ტვირთი ჟურნალისტზე გადადის. ამ ტენდენციის გაგრძელებაა ჯარიმის თანხის, 15 ათასი ლარის დაკისრება, რომლის გადახდაც სასამართლომ სოლიდარულად „ტვ პირველთან“ ერთად ჟურნალისტ მაია მამულაშვილსაც დაავალდებულა. კანონით, მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხე მედიის მესაკუთრეა. ეს ბოლო ორ დღეში სასამართლოს მიერ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიღებული მეორე გადაწყვეტილებაა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი უჩიოდა. აღსანიშნავია, რომ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლის ამგვარი ტალღა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უკვე საერთაშორისოდ აღიარებული უკუსვლის ფონზე მიმდინარეობს, სრულიად ესადაგება კლეპტოკრატიული მმართველობისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ნიშანს, როცა კორუფციულ თემებზე მომუშავე ჟურნალისტების გაჩუმებას მათ წინააღმდეგ სასამართლოში ცილისწამების სარჩელების შეტანით ცდილობენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და უზრუნველყონ კრიტიკული მედიის დაცვა, თავისუფალი საქმიანობა და შეწყვიტონ საკუთარი გავლენების გამოყენება მედიის შესავიწროვებლად. არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფეხერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას',- ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა - აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა
რადიო თავისუფლება- ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა კრიპტოკომპანია, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი წილს სთხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)