|
2022-12-02 09:50:33, 1208 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინაში რუსული გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება. როგორც ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სხდომაზე მთავრობას დაავალა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებული კანონპროექტი რადას წარუდგინოს. "ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი სახელმწიფოს სრულ დამოუკიდებლობას, კერძოდ კი, სულიერ დამოუკიდებლობას. ჩვენ არასდროს მივცემთ ვინმეს უფლებას, რომ უკრაინულ სულში იმპერია ააშენოს", - ამბობს სახელმწიფოს მეთაური. ზელენსკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ კავშირს დაადგენს. გარდა ამისა, შემოწმდება ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე ქონება განკარგონ. უკრაინის პრეზიდენტმა სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ყველა ორგანოს დაავალა, გაატარონ ზომები, რომლებიც მიმართული იქნება რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და მათ პერსონალური სანქციები დაუწესონ. "ჩვენ უნდა ავიმაღლოთ სტატუსი და გავაძლიეროთ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის შესაძლებლობები. მოხდება ამ სტრუქტურის რეფორმირება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ნამდვილად დავიცვათ უკრაინელებისა და სახელმწიფოს უფლებები და ლეგიტიმური ინტერესები. ამ და სხვა გადაწყვეტილებებით ჩვენ უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის გარანტი ვართ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) რამდენიმე დღის წინ გაჩხრიკა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მუკაჩოვოს ეპარქია, სადაც უკრაინული მედიის ცნობით, ღალატში ეჭვმიტანილ ვიქტორ მედვედჩუკთან დაახლოებული სასულიერო პირები მსახურობენ. ნოემბერში СБУ-ს მიერ ასევე შემოწმდა კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერი და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობა. უსაფრთხოების სამსახურმა მონასტრებში პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი აღმოაჩინა.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)