|
2022-12-01 09:34:31, 2141 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი სხვა ტერიტორიებსა და კონტინენტებზე გავრცელდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთის ფედერაციას მოუნდება. ამის შესახებ მან ნიუ-იორკ თაიმსის DealBook სამიტის დროს განაცხადა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა არ შეაკავებს რუსეთის აგრესიას, მაშინ ომი სხვა ტერიტორიებზეც და შესაძლოა სხვა კონტინენტებზეც გავრცელდეს. "ეს დასრულდება მაშინ, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ან როცა რუსეთის ფედერაცია მოინდომებს. შეიძლება მოხდეს, რომ რუსეთის ფედერაციას ეს სურდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგრძნობს, რომ სუსტია, იზოლირებულია და არ ჰყავს პარტნიორები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პარტნიორებისა და მთელი თავისუფალი სამყაროსგან ასე მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა უკრაინის მოქალაქეებს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თავშესაფარი ეთხოვათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით, უნდა არსებობდეს მსოფლიოს ერთიანი პოზიცია, მათ შორის მოქალაქეები, ბიზნესის წარმომადგენლები კონტაქტების შეზღუდვისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ, რადგან მხოლოდ ამით შეიძლება რუსებმა იფიქრონ პოლიტიკაზე. „რუსეთში თავად საზოგადოება ირჩევს თავისთვის პოლიტიკოსებს და ლიდერებს. პრეზიდენტი პუტინი თავისი საზოგადოების გავლენის ქვეშაა და თუ ისინი კომფორტულად ცხოვრობენ, თუ სხვა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა გაგრძელდება მათთან, მაშინ ისინი ვერ იგრძნობენ დისკომფორტს“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მან ასევე მოუწოდა სამიტის მონაწილეებს მხარი დაუჭირონ უკრაინას UNITED24 ფონდების მოზიდვის პლატფორმის საშუალებით, რომელიც ღიაა გადაუდებელი საჭიროებებისთვის და პროექტებისთვის, რომლებიც ეხმარება სახელმწიფოს გადარჩენაში რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)