05:40 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 09:30:51, 1271 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

გერმანელმა კანონმდებლებმა საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის "ჰოლოდომორი" - რომელშიც 1930-იანი წლების დასაწყისში იძულებითი შიმშილით მილიონობით უკრაინელი დაიღუპა - გენოციდად შეაფასა.

გერმანიის პარლამენტის კანონმდებლებმა გუშინ, კოალიციური მთავრობის სამი პარტიის - სოციალ-დემოკრატების, ლიბერალური თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების - ერთობლივი რეზოლუცია მემარჯვენე ცენტრის CDU/CSU ოპოზიციურ ჯგუფთან დაამტკიცეს, რომელიც ჰოლდომორს „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს“ უწოდებს.

„შიმშილი და რეპრესიები შეეხო მთელს უკრაინას. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა ამის ისტორიული და პოლიტიკური კლასიფიკაცია, როგორც გენოციდი. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ამ კლასიფიკაციას”, - ვკითულობთ დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული უკრაინასთან რუსეთის ომის ფონზე, აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ევროპაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ჩაგვრა აღარ უნდა განმეორდეს.

„ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსეთის აგრესიული ომის ბოლო  დღეებში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და ამავე დროს ჩვენს ევროპულ მშვიდობას და ღირებულებებს, მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ევროპაში აღარ უნდა იყოს ძალაუფლების, ამბიციებისა და ჩაგვრის ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

რა იყო ჰოლოდომორი?

მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა გოლოდომორი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.

შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.

სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.

მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics