|
2022-11-30 19:45:27, 1288 ნახვა
საზოგადოება
აშშ გამოუშვებს ახალ წამალს ალცგეიმერის პროგრესირების შენელებისთვის
პირველად ექიმებმა მოახერხეს ალცგეიმერის დაავადების განვითარების შენელება და ამის დამტკიცება. პოტენციური სამედიცინო მიღწევა დაკავშირებულია ექსპერიმენტულ წამალ ლეკანემაბთან: კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე მიღების შემთხვევაში, სერიოზული სიმპტომები შეიძლება გადაიდოს 5 თვემდე. მაიკლ ირრიზარის, დეველოპერული კომპანიის Eisai-ს სპიკერის თქმით, ეს იმედს აძლევს პაციენტებს და ექიმებს და ასევე უნდა წაახალისოს შემდგომი კვლევები ალცჰეიმერის და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შესახებ. პრეპარატის შემქმნელები აცხადებენ კლინიკური კვლევების სამი ეტაპის წარმატებით დასრულებას. ალცჰეიმერის ასოციაცია დაავადების განვითარების უმნიშვნელო შენელებასაც კი დიდ მიღწევას უწოდებს. ასოციაციის წამყვანი მკვლევარი მარია კარილო ხაზს უსვამს, რომ ასეთი წარმატება პირველად დადასტურდა და ახლა სპეციალისტებმა უნდა გაიგონ, რას ნიშნავს დაავადების განვითარების შენელება. აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია განიხილავს ლეკანმაბის დაჩქარებულ სერტიფიცირებას და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში იქნება მიღებული. ეს არ არის ერთადერთი სამეცნიერო პროექტი, რომელიც ჰპირდება გარღვევას ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. გასულ წელს მკვლევართა გუნდებმა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან გამოაცხადეს ვაქცინის ცდები, რომელიც შექმნილია იმ ცილის წარმოების შენელებისთვის, რომელიც ხელს უწყობს დემენციას.
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)