|
2022-11-30 12:22:50, 979 ნახვა
საზოგადოება
სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის დედაქალაქში პარკირების ადგილები მოეწყობა
დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა მოაგვარებს სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომანქანების გადაადგილების შეფერხების პრობლემას. „მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ჩვენმა გუნდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის დახმარების მიზნით. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. ამჯერად, მინდა, გაცნობოთ, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით, დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა სადისტრიბუციო ავტომანქანები გაჩერებული ჰყავთ და აფერხებენ სხვა ავტომანქანების გადაადგილებას. კონკრეტული სივრცეების გამოყოფით ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)