|
2022-11-28 17:08:58, 1040 ნახვა
საზოგადოება
ნადირაძე სააკაშვილზე - თუ ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული და გარეთა პროცესებში მონაწილეობა, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?!
თუ ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! - ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. "პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც აღნიშნა უარყოფითი დინამიკა. დაინიშნა შესაბამისი კვლევები. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ და განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. არც ერთ ეტაპზე მისი აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია და შესაბამისად, ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი. სამედიცინო კუთხით ჩვენ ვაგებთ პასუხს. ის მომენტი, რომ პაცინეტი მკურნალობს და კლინიკაში იმყოფება, გასვლით პროცესებს გამორიცხავს. თუ ისე კარგად არის, რომ შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება არ იყო გამართლებული", - განაცხადა ნადირაძემ "ტვ პირველთან" საუბრისას. შეგახსენებთ, დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)