|
2022-11-26 17:53:29, 1949 ნახვა
რეგიონი
ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებისათვის სამედიცინო აქცია გაიმართა
უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული კვლევები, ექიმის კონსულტაცია - სამედიცინო აქცია ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, დღეს ამერიკულ-ქართული ჰოსპიტალის, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრ ვივამედის და ევექსის კლინიკის წამყვანმა ექიმებმა გამართეს. სამედიცინო აქციის მსვლელობას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილესთან ლელა სურმანიძესთან ერთად გაეცნო. ,,აქციის ორგანიზებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაციას "ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი". თორმეტი წელია, რაც მსგავსი აქცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა წამყვანი კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, მაღალკვალიფიციური ექიმები. გარდა პედაგოგებისა, ნებისმიერ მსურველს შეეძლო აქციის ფარგლებში ესარგებლა ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევებით, მიეღო ექიმის დანიშნულება. საქართველოს პარლამენტთან ერთად, დღევანდელი ღონისძიების მხარდამჭერი გახლდათ ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია“ - აღნიშნა, მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)