13:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 10:36:40, 1679 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევის მერიას - პროფანაციას და ტყუილს ანგარიშებში არავინ არავის აპატიებს, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, კიევის ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემების ფონზე, უხარისხო მუშაობაში დაადანაშაულა. 

მისი თქმით, კიევში ბევრი საჩივარია ე.წ. უძლეველობის პუნქტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

„მთელ ქვეყანაში გახსნილია „უძლეველობის პუნქტები“, თუმცა ვიცი, რომ სამწუხაროდ, ადგილობრივ ხელისუფლებას ხარისხიანად ყველა ქალაქში არ უმუშავია. კერძოდ, ბევრი საჩივარია კიევში. ფაქტობრივად, ნორმალურად უზრუნველყოფილია მხოლოდ პუნქტები, რომლებიც გახსნილია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბაზარზე და დედაქალაქის სადგურში. სხვა პუნქტებზე კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, კიდევ მუშაობაა საჭირო. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება. კიეველებს უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ. მრავალი კიეველი დენის გარეშე 20-ზე ან 30-ზე მეტი საათის გარეშე იმყოფება. მერიისგან ხარისხიან მუშაობას ველოდები. კიევში ე.წ. უძლეველობის პუნქტებთან დაკავშირებულ პროფანაციას არავინ არავის აპატიებს, ისევე როგორც ტყუილს სხვადასხვა დონის ანგარიშებში. გთხოვთ, საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდეთ“,-  განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმი, ამჟამად, მთელ ქვეყანაში ოთხი ათასზე მეტი „უძლეველობის პუნქტი“ მუშაობს.

„ეს არის ყოველი ადგილობრივი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომ მათთან რეალურად მუშაობდეს ყველაფერი, რაც უნდა იყოს ხალხისთვის“,- დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური უძლეველი ცენტრების გახნსაზე ისაუბრა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგია, გათბობა, წყალი, ინტერნეტი, მობილური ტელეფონის კავშირი და აფთიაქი უფასოდ მთელი დღის განმავლობაში. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics