|
2022-11-25 16:26:27, 1055 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საქართველოში გერმანიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში გერმანიის სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობის საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დედაქალაქის მერმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მანვე ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც თბილისსა და მის დამეგობრებულ ქალაქ ზაარბრიუკენს შორის არსებობს. „ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობაა. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ზაარბრიუკენთან, რომელიც თბილისის დაძმობილებული ქალაქია. ამ მიმართულებით მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, მოვიცვათ თანამშრომლობის მეტი სფერო. მადლობას გიხდით, ჩვენი ქვეყნის სახელით, რომ ყოველთვის საქართველოს გვერდით დგახართ, მხარს უჭერთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ. „ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, რომ ის ქვეყნები, რომელთაც არჩეული აქვთ დემოკრატიის, პლურალიზმის, თავისუფლების გზა, კიდევ უფრო განვითარდნენ. ახლა კიდევ გვაკავშირებს ერთობლიობა ისტორიულ მომენტში, როდესაც საქართველოს აქვს სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანდეს. ეს ყველაზე კარგი გზაა, რათა ჩვენი ქვეყნები განვითარდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე კონკრეტული პროექტების განხორციელებით, ერთად ვიაროთ. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენს ქალაქებს შორის თანამშრომლობა. კაცობრიობის მომავალი ქალაქებში წყდება. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ცხოვრება ქალაქში იყოს მდგრადი“, - აღნიშნა ერნსტ პეტერ ფიშერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)