|
2022-11-25 15:29:31, 1581 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმა bogpay.ge და Mastercard-ი მომხმარებლებს ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, მომხმარებლები ბანკის ციფრული პლატფორმა bogpay.ge-სა და Mastercard-ის თანამშრომლობით, ნებისმიერ სერვისს საკომისიოს გარეშე მიიღებენ. მომხმარებელს, რომელსაც ნებისმიერი სერვისის მიღება საკომისიოს გარეშე სურს, ამისათვის საჭიროა bogpay.ge-ზე გაიაროს მარტივი ავტორიზაცია და გადახდისას ნებისმიერი ქართული ბანკის მასტერქარდის ბარათი მიაბას. „საქართველოს ბანკი“ მუდმივად ცდილობს მომხმარებლის საჭიროებებზე იზრუნოს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ, რაც bogpay.ge-სა და Mastercard-ის კოლაბორაციას ეხება. ეს გულისხმობს, რომ მომხმარებლები ნებისმიერი სერვისის მიღებას საკომისიოს გარეშე შეძლებენ. Bogpay.ge მომხმარებლებს Mastercard-ის ბარათით, როგორც კომუნალურების და მობილურის შევსებას, ასევე დაზღვევისა და სხვა ნებისმიერი სერვისის გადახდას სთავაზობს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. Bogpay.ge „საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება. ციფრული პლატფორმის ერთერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. Bogpay.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია 400-მდე სერვისი სხვადასხვა კატეგორიიდან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)