12:37 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 14:21:50, 719 ნახვა

ეკონომიკა
ქართული რაგბი და „თიბისი“ პარტნიორობის ახალ ეტაპს იწყებენ - #რაგბიჩვენითამაშია

ქართული რაგბის და „თიბისის“ სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თანამშრომლობა 2027 წლამდე განახლდა. პარტნიორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდებიან და რაგბის ახალ თაობაში და საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაზე ერთად იზრუნებენ. მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც „თიბისის“ და ქართულ რაგბის 2015 წლიდან აკავშირებს და ბევრ წარმატებას ითვლის, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. მხარეები ერთად იზრუნებენ რაგბის ბრენდირებული მაღაზიის და ახალი მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაზეც.

2022 წლის 25 ნოემბერს, ორი დიდი ქართული ბრენდის - ქართული რაგბის და „თიბისის“ ხელმძღვანელები, იოსებ ტყემალაძე და ვახტანგ ბუცხრიკიძე, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში „თიბისის“ მხრიდან რაგბის განვითარების ხელშეწყობას და პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს.

ქართული რაგბის სამომავლო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალურ პროექტებში ჩართულობა, როგორიცაა ინკლუზიურობის ხელშეწყობა სხვადასხვა თაობებსა და სოციალურ ჯგუფებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერება და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობები, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს.

„ქართულმა რაგბიმ ამ ბოლო, უმოკლეს პერიოდში ზედიზედ რამდენიმე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და რაგბის სამყაროს აჩვენა, რომ  განვითარების უდიდესი პერსპექტივა აქვს. რაგბი ქართული ლელო ბურთის ისტორიული მემკვიდრეა. საქართველო, სადაც რაგბის თამაში 20-ე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, არაერთი სახელოვანი ვეტერანი მორაგბის სამშობლოა. სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი დღევანდელ წარმატებას.

„თიბისი“ 2015 წლიდან არის ჩვენი პარტნიორი და სასიხარულოა, რომ მათი მხრიდან რაგბის მხარდაჭერა გაიზარდა. გამარჯვება მხოლოდ ერთიან ძალისხმევას მოაქვს. მადლობას ვუხდი „თიბისის“ გუნდს ერთსულოვნებისთვის და ნდობისთვის. ჩვენ ერთად მივაღწევთ ყველა ქართველის სანუკვარ მიზანს საქართველოსთვის და ქართული რაგბის წარმატებისთვის,“ იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

„თიბისის“ და რაგბის მეგობრობა სცდება დათქმული პარტნიორობის ჩარჩოს, რადგან ჩვენს შორის ღირებულებათა სრული თანხვედრაა. „თიბისი“ და რაგბის კავშირი ერთად ვემსახურებით დასახულ მიზანს. როგორც რაგბის რიგითი გულმხურვალე გულშემატკივარი და ამავდროულად თიბისელი, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. მტკიცედ მჯერა, რომ განახლებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართულ რაგბის, რომ კიდევ ბევრი გამარჯვება მოუტანოს საქართველოს. ჩვენი მხრივ, რესურსებს და ძალისხმევას არ დავიშურებთ მხარდაჭერისთვის,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორი.

#რაგბიჩვენითამაშია - რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო ტურნირზე დაიცვა საქართველოს ღირსება. ბოლო წლებში, გაიზარდა ქართული რაგბის ცნობადობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გლობალურ ასპარეზზე და სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების ნამდვილი სიმბოლო გახდა. რაგბის ღირებულებები მნიშვნელოვანია ახალი თაობის სიჯანსაღისთვის. „თიბისი“ და რაგბის კავშირი ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს რაგბით, ჩაერთოს რაგბიში,  რაც ამ სახეობის წარმატებას შეუქცევად პროცესად აქცევს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქსტატი - 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics