|
2022-11-25 12:10:41, 1121 ნახვა
საზოგადოება
კლიმატის ახალი პოლიტიკის პირობებში კერძო სექტორის შესაძლებლობები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური დოკუმენტების - ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2021-2030 წლის სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის და გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კერძო სექტორის ჩართულობას. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორის კოორდინატორი ალექსანდრე დარასი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი ესწრებოდნენ. „კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია ყველა სექტორის ჩართულობა. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხში კერძო სექტორის როლი მაქსიმალურად გაზარდოს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, EU4Climate პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)