2022-11-25 11:20:35, 596 ნახვა
საზოგადოება
ჯიშკარიანი - სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია, პრეზიდენტმა დღესვე უნდა შეიწყალოს
ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია, სიკვდილის მცდელობასაც. შესაძლებელია, დადგეს სავალალო შედეგი წუთი წუთზე, - ამის შესახებ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი დღესვე შეიწყალოს. "მე მინდა ხელისუფლების საყურადღებოდ განვაცხადო, რომ ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ ექსპერტთა ჯგუფი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვქონდა მსჯელობა. ექსპერტთა ჯგუფი მივიდა მყარ დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი ალბათობით, შემდგომ მტკიცებულებებს ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია, სიკვდილის მცდელობასაც. მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის მიიღოს ზომები და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი", - განაცხადა ჯიშკარიანმა. ცენტრ "ემპათიას" ხელძღვანელი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ "სანამ დიდი სკანდალი" მოხდება, მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანოს. "ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, სისულელეებზე საუბარს თავი დაანებოს, საკითხი არის ძალიან სერიოზული და სანამ არ მომხდარა დიდი სკანდალი, მოვუწოდებ მიიღონ ზომა და სასწრაფოდ, დღესვე გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი "შარიტეს" კლინიკაში მომდევნო დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. შესაძლებელია, დადგეს სავალალო შედეგი წუთი წუთზე და შესაბამისად, დრო გართობისა და სასამართლოების ახლა არ არის. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს გადამწყვეტი ნაბიჯი და დღესვე შეიწყალოს სააკაშვილი, ვინაიდან მისი სიცოცხლე საქართველოს ციხეთა სისტემაში არის საფრთხის ქვეშ", - განაცხადა ჯიშკარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ პაციენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას 20 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია". 21 ნოემბერს, ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება". ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
კალაძე დეგნანზე - გვახსოვს მისი განცხადებები, რომელიც ყოველგვარ დიპლომატიურ ურთიერთობას აცდენილია
კალაძე - შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას
|
ომი უკრაინაშირუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 456 960-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|