|
2022-11-25 11:08:40, 1215 ნახვა
საზოგადოება
მამაკაცის მდგომარეობა, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, უკიდურესად მძიმეა
მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი მეუღლე ცოცხლად დაწვა, ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. როგორც კლინიკა "იმერმედის" დირექტორმა, დავით სარიშვილმა განაცხადა, ბრალდებულს სასუნთქი გზების 70% აქვს დამწვარი და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. "პაციენტი მოყვანილი იქნა 20:20 საათზე, საღამოს. თავიდანვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით 70% ფარგლებში დამწვრობა სასუნთქი გზების. უტარდება ყველა ღონისძიება. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, შემდეგ ოჯახის წევრების მოთხოვნით და სურვილით, გადაყვანილი იქნა დილის 5 საათზე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უკიდურესად მძიმეა", - ამბობს ექიმი. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, თერჯოლაში მოხდა. მამაკაცმა მაღაზიაში სამუშაოდ მყოფ ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)