06:20 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 17:26:28, 959 ნახვა

საზოგადოება
ბაკურ აბულაძე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

გენერალური პროკურატურის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმის და შემდგომი გაუმჯობესების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. 

კონფერენციას, რომელიც ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა,  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების დანერგვის დეპარტამენტის უფროსი ფრედერიკ დოლტი და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის მონაწილეებმა საკანონმდებლო და პრაქტიკული საკითხები განიხილეს, რომლებიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის არის აუცილებელი.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირის და ევროპის საბჭოს აქტიური მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

ბაკურ აბულაძის განაცხადებით, მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც ევროსაბჭოს ექსპერტების ჩართულობით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო დებულებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა. 

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის და ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, უწყება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.  

საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლებრივი ჩარჩოს მიმდინარე რეფორმის და შემდგომი გაუმჯობესების საკითხების განხილვის კონფერენციაზე, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან" მიმოხილვის ძირითადი დასკვნები წარადგინეს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი