|
2022-11-23 22:55:21, 1756 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსების თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრება მოითხოვა და სხდომა ჩაინიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში უშიშროების საბჭოს შეხვედრა მოითხოვა, რასაც გაერო დათანხმდა და სხდომა ჩანიშნა. მიზეზი უკრაინაზე რუსეთის ბოლო მასობრივი თავდასხმებია. "მე დავავალე ჩვენს ელჩს გაეროში, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეკრება დღევანდელი რუსული დარტყმების შემდეგ. მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დანგრევა ტერორისტული აქტებია. უკრაინა კვლავ ითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე რეაგირებას ამ დანაშაულებზე". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)