|
2022-11-23 14:30:18, 1758 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს. მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. „ბაგრატიონის ქუჩაზე გამოიცვალა გრუნტი და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე და განათების სისტემის, დეკორატიული ფილების, ასფალტის საფარის მოწყობა. ამ ეტაპზე ბათუმში მიმდინარეობს 15-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, დასრულების ეტაპზეა ფარნავაზ მეფის, კობალაძის ქუჩების კეთილმოწყობა. ბათუმის ინდუსტრიულ ზონაში ეწყობა მთავარი და მეორეხარისხოვანი ქუჩები. ბათუმში აქტიურად ფაზაშია, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე სკვერების, მოედნების კეთილმოწყობა, სოციალური სახლებისა და ბაღების მშენებლობა. გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ასევე გაეცნენ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)